WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

30.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის ქუჩის ბოლოს, კლდე ჩამოიშალა. ჩამოშლილი ფერდიდან ლოდი დაეცა სახლს და ერთი ადამიანი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მაშველებმა ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მერიასაც. უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.