ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და ლილთან წაგებული (2:3) შეხვედრა შეაფასა.
"სახლში უქულოდ დაბრუნდება სამწუხაროა, რადგან ურთულესი მატჩის შემობრუნება შევძელით და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ რომ ძლიერი მენტატლიტეტი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ გამოდგა", - განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, შტურმი ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულით 29-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩში ატალანტას დაუპირისპირდება.