ლეიბორისტური პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
ეს წალკოტი ივანიშვილმა მიჰყიდა არაბებს და გადაწყვეტილი აქვს არაბული მეგაპოლისის მშენებლობა, რაც “ლეიბორსტულმა პარტიამ” აქტიური საშინაო და საერთაშორისო ბრძოლით ამ წუთამდე გააჩერა, მაგრამ ბინძური დოლარების მუთაქა შესავსები აქვს ჭორვილ პუტინისტს და გასცა განკარგულება, რომ დაიწყოს მშენებლობა, ამისათვის დაამშვიდა არაბი ინვესტორები, რომ თურმე აქ ხალხი მოუთმენლად ელოდება ხალიფატის და მურვან ყრუს შთამომავლების შემოსვლას და დავალებული აქვს რუსთავის, გარდაბნის და თბილისის საკრებულოს, რომ დაამტკიცონ განაჩენიანების გენერალური გეგმა, რის შემდეგაც აი ეს საოცარი სივრცე გამოეგლიჯება ქართული, ეროვნული მთლიანობიდან.
მე ვაცხადებ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ჩვენ დღეიდან ვიწყებთ, არაბული კომპანიების ხელმძღვანელთა საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას, რადგან მათ კრიმინალური კავშირი აქვთ სანქცირებაში მყოფი, არალეგიტიმური რეჟიმის მეთაურ ივანიშვილთან და მის სტრუქტურებთან. ეს ნიშნავს, რომ ანალოგიურად არიან მონაწილენი კრიმინალური ბანდის.
ვაფრთხილებ უმკაცრესად, რუსთავის, გარდაბნის და თბილისის საკრებულოს, მათი სია აქ არის – როგორც კი ხელი გაგეპარებათ, ეშმაკი შეგიჩნდებათ და აი ამ სამოთხის არაბულ ქალაქად განაშენიანების გეგმას სხვას მისცემთ, თქვენი საქმე იქნება დამთავრებული, მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც კი ივანიშვილის საქმე დამთავრდება და ეს მალე მოხდება. თქვენი ვინაობა ყველად დაურიგდებს და ასი წლის მერე, თქვენ არ მიგიღებთ ქართული მიწა ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული”
ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტია” იმ არაბული კომპანიების ხელმძღვანელების საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას იწყებს, რომლებიც საქართველოში არაბული ქალაქის აშენებას გეგმავენ

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·