ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

9 hours ago 1

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და საზოგადოების ბრძოლისუნარიანობაზე აკეთებს ხაზგასმას:

დავხრავთ ამ შეშინებულ უხეირო დიქტატორს.

მე და შენ თუ დაგვიჭერენ, ის ხომ აქ არის, მას თუ დაიჭერენ, სხვა იბრძოლებს და ასე დაუსრულებლად.

სად წაგვიხვალ? როდემდე გაუძლებ? ჩვენ ბოლომდე! შენი ბოლო ისაა, რომ ამოვძირკვავთ შენს რეჟიმს.

გვკიდია შენი ,,ქართული ოცნება”, შენი მილიცია, შენი სპეცრაზმი, არ გვეშინია. გვკიდია პროპაგანდა, ისინიც, ვითომ ,,პრაგმატიკოსები”, ყველა ,,კეთილისმსურველი” ,,პოლიტიკოსი”, რომელიც დანებებას გვირჩევს. არ ამოგასუნთქებთ. ძლიერები ვართ. არაფრის გვეშინია.

ჩვენ ვიცით, რა იმარჯვებ ასეთ ბრძოლებში და ზუსტად ეგ გვაქვს, რისიც ყველაზე მეტად გეშინია – არ ვნებდებით, არ მოგშორდებით, სანამ შენ არ მოგაშორებთ. ჩვენ არ დავმთავრდებით, ბევრნი ვართ, თუმცა ერთიც რომ დარჩეს, მასაც უდიდესი ძალა აქვს, რადგან ბოლომდე წამსვლელი ადამიანი საშიშია, შენ კი სწორედაც ამის გეშინია.

ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️“, – წერს ვახო სანაია.

სრულად წაკითხვა