ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

2 weeks ago 9

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებით, შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს და განიხილოს მისი რეკომენდაციები.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის.

გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ინსტრუმენტად და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაზღუდად.

„მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ძლიერი კავშირი დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ, მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, – აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

სრულად წაკითხვა