
ვენეციის კომისიამ მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს და სადავო დებულებების გაუქმების ან გადახედვისკენ მოუწოდებს.
24-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის მოთხოვნით მომზადდა, განხილულია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ქართული ვერსია, ასევე გრანტების შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონში და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ბოლო დროს მიღებული ცვლილებები. ოთხივე კანონი ერთპარტიული პარლამენტის გაზაფხულის სესიაზე იქნა მიღებული.
კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ქართული FARA და მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა, ამასთანავე რეკომენდაცია მისცა, რომ გაუქმდეს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ან სულ მცირე „საფუძვლიანად გადაიხედოს“ ისინი. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფამდე მთავრობის თანხმობის მიღებას ავალდებულებს. მეორეს მხრივ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური მხარდაჭერის აკრძალვა „ეროვნული დისკრეციის დასაშვებ ფარგლებში ჯდება“. ასევე აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც „ამ კანონებიდან რამდენიმეს აღსრულება“ დაევალა, „არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები“.
This post is also available in: English
Read Next
15/08/2025 - 14:21
სამოქალაქო საზოგადოების ექვსი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ ქართული FARA-ს ფარგლებში ამოწმებენ
24/03/2025 - 14:18
მიხეილ ყაველაშვილმა უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო
19/03/2025 - 18:14
ვენეციის კომისია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს
05/03/2025 - 13:37
დაწვრილებით | უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი
24/02/2025 - 19:13
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში FARA-ს „ზუსტი ასლი“ დაარეგისტრირა
08/02/2025 - 15:18