2
“საიას” ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ალან ბერსეს დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს:
ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია.
ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს.
თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს” – წერს ქურდოვანიძე.
“ოცნება” დამპირდა, რომ რუსულ კანონს შინაარს შეუცვლის – ბერსე