ვერ გავიგე, მტრად შემრაცხეთ? – ნუკა არველაძე “ქართული ოცნების” ცალკეულ წარმომადგენლებს მიმართავს

20 hours ago 5

წაკითხვა: 20

გადავხედე ჩვენს მედიაველს და გამახსენდა, რომ უკვე რამდენი წელია ყველა მედიასაშუალება ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის დახურულია. თუმცა, როგორც რესპონდენტი დავრჩი ალაგ-ალაგ.”- წერს ჟურნალისტი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში, რომელიც აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში”,  მამუკა მდინარაძე მის იგნორირებას და ჩამოშორებას ცდილობს.

“გგონიათ მცდელობა არ მქონია რამე პროექტი გამიკეთებინა ან პიარის ხაზით ან ტელეგადაცემის ხაზით?
მქონდა და არაერთი, მერე დავიღალე, პირობის თვეობით ლოდინით, ტყუილით და გადაგდებით!

პირიქით, საახალწლოდ ისეთი დარტყმა მომაყენეს, რომ დღემდე ვერ მოვახერხე აზრზე მოსვლა!

მერე გადავხედე ვინაა დღეს დასაქმებული წინა ხაზზე და  გამეცინა.

რასაც ახლა დავწერ, მინდა სწორად გაიგოთ, მე ვამბობ და პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს შეუქმნეს, ყველას არ ეხება “ქართულ ოცნებაში” , მაგრამ მამუკა მდინარაძეს და გიორგი გრძელიშვილს პრობლემა ჰქონიათ ჩემთან და ასეთი პასუხიც მივიღე – არავინაა შენთან ვალდებულიო!

მაგრამ პრობლემა არ აქვთ რუსთავი 2, იმედში და სახელმწიფო პიარ სამსახურებში დასაქმებულ ნაცების ერთგულ კადრებთან, არცერთ აქციას რომ არ მაზავენ ქვეყნის დასამხობად,
მაგალითად ხათუნა ბერძენიშვილი, ნაცების დროს საზ.მაუზე საინფორმაციოს უფროსი, როცა გაათავისუფლეს, მერე გიგი უგულავამ დანიშნა კრწანისის გამგებლად

2016 წელს, როცა მე პარლამენტში ვიყავი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” პიარი – ხათუნა ბერძენიშვილი ნაცების ფრაქციის პიარი გახლდათ!

2017 წლის იანვარში მამუკა მდინარაძემ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დამტოვა სამსახურის გარეშე, არაერთი ეცადა მაშინ გადაწყვეტილება შეეცვალა, მაგრამ ჩემს ადგილას დაინიშნა ლაშა ნაცვლიშვილის ცოლის დისშვილი.

დაახლოებით წელიწადზე მეტი სამსახურის და შემოსავლის გარეშე ვიყავი! აქაც დაუსრულებელი დაპირებებით!

ძალიან დიდხანს ვეძებდი მიზეზს და არაერთ ადამიანთან მილაპარაკია ამ თემაზე.

საპირისპირო მხრიდან იყო შემოთავაზება ტექსტებით – არ გაგახარებენ ქოცები დაგვიჯერე, გადმოდი ჩვენსკენ…
ხვდებით ალბათ რა პასუხი მექნებოდა!

გამოდის, რომ მე, როგორც ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არასოდეს ვიქნები მიღებული მხოლოდ ნაცების, ლიბერალების მიერ მართულ სისტემაში

არასოდეს ვიქნები მიღებული იქ, სადაც გაშლილი ფეხების მერე ეთერებში წამყვანებად იჩითებიან! არასოდეს ვიქნები, რადგან ასე ბრძანა მდინარაძემ

ამას არ დავწერდი და კიდევ თავს შევიკავებდი, მაგრამ გავიგე, რომ თურმე აქტიურად დაიწყეს ჯერ ქვედა დინებაში ლაპარაკი, რომ რუსეთი, კერძოდ კი მამუკა ფიფია და ოთარ ფარცხალაძე მაფინანსებს და საერთოდ ხმა არ მაქვს ამოსაღები!

და რა შემოსავალიც მაქვს ისიც აღარ მექნება თურმე?

ბიჭო თქვენ მართლა ხო არ გძმარავთ! საკმარისად არ დამაზარალეთ?

არ გაკმაყოფილებთ ის, რომ საბანკო ანგარიშები დამებლოკა თქვენი ვაჟკაცობის წყალობით?

ჯერ მოიგონეთ, რომ ღარიბაშვილმა გადამიხადა მდინარაძეზე რომ დამერტყა თურმე, ოღონდ ერთი გამოგრჩათ – ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ!

არც კი შეგრცხვათ და ჩემს მეგობრებთან არეკინებდით ვიგინდარებს ანალიტიკურის სახელით –  ნუკა არველაძის პოსტი რომ დაალაიქეთ და დააკომენტრეთ, მეტი აღარ ქნათო!
პასუხები კი მიიღეთ შესაბამისი!

ამას ვწერ, რადგან იმედი მაქვს, ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილობაზე!

პრემიერ-მინისტრს და ამავე დროს პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს – რა ვქნათ ბატონო ირაკლი, აი იმ ხალხმა ვინც არც საელჩოების, არც ნაცების, არც ვიღაცა ვიგინდარების მფარველობა არ გვაქვს?

პროფესიას თავი დავანებოთ, ქვეყნიდან წავიდეთ თუ რამე დაგვრჩა ყველაფერი გავყიდოთ, რომ ვიარსებოთ?

აი იმ ხალხმა რა ვქნათ, ვისაც არც აშშ და არც ევროკავშირი, არც რუსეთი არ გვაფინანსებს?!

ამიხსენით, პირადად მე რა გაგიფუჭეთ? რა დავაშავე მე ჩემი სამშობლოს წინაშე, ან თქვენს წინაშე?

იმას მაინც ხვდებით, რამდენად უკიდურეს მდგომარეობაში ვარ, რომ ის დავწერე, რაც დავწერე და ეს არ მინდოდა გამიკეთებინა! დავალების გაცემა რომ არ ითანამშრლოთ, არ იკონტაქტოთ? ვერ გავიგე მტრად შემრაცხეთ?” – წერს ნუკა არველაძე.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა