
წაკითხვა: 1
თაკო ჩარკვიანის პოსტი სოციალურ ქსელში:
“ვახ, ვერ ვითმენ და უნდა ვთქვა!
ხალხო, ოპოზიციას მაგიდასთან “ეჯდა”, ღიად პუტინის მეხოტბე და რუპორი ნინო ბურჯანაძე ,აი ის ბურჯანაძე “პუტინისნაირი პრეზიდენტი მინდა მყავდესო”, “გორს ჩვენ ვბომბავდითო” რომ გაჰკიოდა , “ომი საქართველომ დაიწყოო” და როგორც მოწმემ ჩვენებაც მისცა ტვ ეთერშიც და სასამართლოშიც, ანუ, ოპოზიციის მაგიდასთან პირდაპირ რუსეთის უშიშროება იჯდა, ახლა ვიცი ჩემგან როგორც ოპოზიციონერისგან გაგიკვირდებათ რასაც ვიტყვი, მაგრამ ფაქტია რასაც ვიტყვი, რა “ასავალ-დასავალი” აგიტყდათ?!
ეს “ასავალ-დასავალი” არასდროს ოპოზიციის მაგიდასთან არ მოსულა, თავისი სტაბილური მკითხველი ჰყავს და თავის სკამზე ზის, ღიად აფიქსირებს, ვიღაცისთვი, ანუ თავისი მკითხველისთვის მისაღებ პოზიციას და ვიღაცისთვის სრულიად მიუღებელ -სრულიად მიუღებელ პოზიციას.
ახლა არ მითხრათ, რომ მტკნარი სიცრუე უბინძურესი დეზინფორმაცია “ქრონიკა პლიუსიდან” არ მიგვიღია, ან ჩერგოსგან ნასროლი ტალახი და არამხოლოდ მისგან, უკიდეგანო ლანძღვა ციხეში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილისა და ამ დროს გილაურის, ანუ ფაქტობრივად ოლიგარქ ივანიშვილის ფულზე ხელის დაფარება და ორმაგი სტანდარტი ზოგიერთი ოპოზიციის ტვ არხიდან არ მოგისმენიათ?! მოგვისმენია!
დიახ, მოგვისმენია გილაურის ფულის გაპრავება ყალბი ოპოზიციის მიერ, მოგვისმენია ათასგვარი ტალახი, სიბინძურე, მოჟურნალისტო ელისო კილაძის მიერ “ქრონიკა პლუსში” დაწერილი თუ ოპო ტვ ეთერში განზრახ გადმოსროლილი ტალახი და ცრუ შეკვეთილი ბრალდებებით სულდგმულობდა ეს თაღლითი ქალი, ასეა, ხომ წყალი არ გაუვა რასაც ვამბობ ?! მოგვისმენია, ჰოდა, ამიხსენით, რა ხდება?! რაის “ასავალ-დასავალი” აგიტყდათ?!
დაიცა ,”ქრონიკა პლიუსის” წუმპე შეიძლებოდა “მოსულა” არა ?! ადამიანებს ლამის თავებს რომ აკვლევინებდა, ან პირდაპირ გულს უხეთქავდა სიცრუის გავრცელებით და ოპო არხის ღია ეთერში (ცოცხების კადრების დამდგმელ თაღლით ბედუკაძესთან და ღარიბაშვილთან ერთად) კადრების დამდგმელ ინფორმაციის გამავრცელებელი ქალი რომ 24 საათი ეთერში იჯდა გამომძიებელი ექსპერტის სახით, ეს შეიძლებოდა?!
ჰოდა, საერთოდ წუმპეში ნუ ჯდებით გასვრის მეტი არაფერი შეუძლია თქო და ნუ აზილეთ ტალახი ორმაგი სტანდარტით თქო რომ ვწერდი და ვამბობდი, ეს არ მოსწონდა ზოგიერთ ოპოს დამფინანსებელს.
ახლა რა ამბავია ატეხილი ?! ახლა გაზეთ “ასავალ-დასავალის” დამცველად ნუ გამომიყვანთ, იმიტომ რომ ზოგიერთ ფეიკ-ოპოს (ყალბ ოპოზიციას) სიმართლე არ მოგეწონებათ, უბრალოდ ობიექტურად ვსვამ კითხვას, რა “ასავალ-დასავალი” კაცო, ეს “ასავალ -დასავალი” ერთ პოზიციაზეა რაც თავი მახსოვს, ოპოზიციის მაგიდასთან არ იჯდა და არ ზის – ფაქტია, მე პირადად, ჩემი გაკრიტიკებაც მახსოვს ამ გაზეთიდან არ დამვიწყებია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ მუდამ რადიკალურად ერთ პოზიციაზეა ფაქტია. მოკლედ ორი დღეა ვამბობ, ნუ აჰყვებით შემოგდებულ სისულელეებს!
წინ! საერთოდ სისტემის ცვლილებისკენ, სამართლის და კანონის აღდგენით და მოქმედებით. აი ამაზე ფიქრი არის საქმე, ეს არის ბრძოლა და საქმე, სხვა არაფერი! სხვა ყველაფერი “უტკაა უტკა” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები