ვერაზე სროლა იყო - „სამი პიროვნებაა დაჭრილი“

2 hours ago 4

ოთხშაბათს საღამოს, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე სროლა იყო - როგორც პოლიციელი ამბობს, სამი ადამიანია დაჭრილი. სავარაუდოდ, დაჭრილთა შორის არასრულწლოვნები არიან.

სროლა ვერაზე იყო, - სავარაუდოდ, აკაკი შანიძისა და აკაკი ხორავას ქუჩების კვეთაზე.

ფეისბუკზე ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ „ჩაცხრილეს“ არასრულწლოვნები, რომლებიც „დასისხლიანებულები ეყარნენ“.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც პოლიციელი მას ეუბნება, რომ „სამი პიროვნებაა დაჭრილი“.

ჯერ უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელები დაკავებულები.

რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას შსს-ის პრესცენტრთან ცდილობს.

ინფორმაცია განახლდება.

სრულად წაკითხვა