მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გუშინდელ თავის ქმედებას ეხმაურება.
“გუშინ მქონდა ძალიან ემოციური ღამე, არ ვიცი განსაკუთრებული რაგავაკეთე, იდგნენ, ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ და როგორ კაცო, არ უნდა შევსულიყავით?!
ახლა გუშინდელი აქციის მონაწილეები არიან უნივერსიტეტთან და მთხოვეს რომ ჩავსულიყავი, მაგრამ ფიზიკურად ვერ ჩავალ, რადგან გუშინ ძალიან ემოციური ღამე მქონდა, ცოტა შეუძლოდაც კი ვიყავი.
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება კი კარგად გამოვიყურები, მაგრამ ფიზიკურობა არ მაძლევს საშუალებას რომ მუდმივად ენერგიაზე ვიყო.
მე გამოვჩნდები მაშინ, როდესაც ძააან საჭირო ვიქნები, თქვენ გვერდით მიგულეთ, გამოვჩნდები მაშინ, როდესაც ზემოდან ნიშანი მექნება, ყველანაირად გვერდით დაგიდგებით, ოღონდ აი ეხლა ღამის თენებას ნუ მომთხოვთ და დილით ადგომას, გადამწყვეტ მომენტში კი.
გამიფრთხილდით, მე ვიცი როდის გამოვჩნდე, ჩემო ახალგაზრდებო, მე ვამაყობ თქვენით.”- ამბობს ია ფარულავა.