“ვესაუბრე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს – ეს იყო დასჯის ოპერაცია” – გახარია

2 weeks ago 9

2

ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია:

ახლა ვიყავი ინგოროყვას კლინიკაში. მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სხვა სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს.

თითოეული ამ ადამიანის ისტორია მსგავსია – ნიღბიანი მოძალადეები ახალგაზრდებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახეში და თავის არეში. ეს იყო დასჯის ოპერაცია!

თუმცა, მათთან საუბრის შემდეგ, ამ სისასტიკის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ხვალ ისევ გააგრძელებს ბრძოლას.

ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!

სრულად წაკითხვა