ვეფხო კასრაძეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა 

2 weeks ago 7

„54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია”, – კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრს ვეფხო კასრაძეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

„მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო საქციელი არასდროს ჩამიდენია. ამას დაადასტურებს ჩემი თეატრიც, ჩემი მეგობრებიც და ვინც მიცნობს. არავისთან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს, თბილისში სახლი მაქვს და საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, ჩემი ჯვარი და მოვალეობაა ჩემი სამშობლო.. ჩემი ღირსებებით და მაგალითით იწყებდა ხოლმე გიორგი შაუტაშვილი ლექციებს. ასეთ კაცს, თქვენ მე საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია უბრალოდ” , –  განაცხადა სასამართლო სხდომაზე კასრაძემ.

გამოძიება კასრაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. მასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

სრულად წაკითხვა