1
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ოცნებამ ვინც არ ოცნებობს აგენტურააო. ასევე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით – “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება”.
ამიტომ “დავხვეწოთ” ლექსიკა – მაგალითისთვის გეტყვით: ბულგარეთში თავის დაქნევა, რასაც ჩვენ თანხმობის ნიშნით ნიშნად ვაკეთებთ და ვგულისხმობთ – კი, დიახ, ნიშნავს “არა”, ხოლო თავის გაქნევა ნიშნავს – კი.
ამიტომ ნუ გამოიყენებთ “ტყან”-ს შემცველ სიტყვებს და ჩაანაცვლეთ ისეთი სიტყვებით როგორებიცაა – ვიცეკვე ტანგო, ვალსი, ტვისტი, ფოქსტროტი, რუმბა…. ანუ ვნებისა და ტემპროტმის მიხედვით. ხოლო – “ვეც” შემცველი სიტყვები ჩაანაცვლეთ – ლამაზო-თი. მაგალითად – შენ ლამაზო, იმას ლამაზო, ამას ლამაზო… და ა.შ. ქვეყანაში უხვად გვყავს კრეატიული ტიპები ბევრად უკეთეს ვარიანტებს მოიფიქრებენ.
ცინიზმის დონეს ხედავთ? ტიპები თავად და მათი დაქირავებული ყაჩაღები ღიად აგინებენ მოქალაქეებს და ამათ ჩვენო არ გაგვაკრიტიკოთ, ჩვენს საქმიანობასთან მიმართებაში კრიტიკა არ გამოთქვათ და თან ემოციური ფორმითო.
მეც შევეცდები ვიყო ხატოვანი და ვიტყვი – ოცნება მოუსმინე მოცარტის რექვიემს… (ახლა წარმოვიდგინე, კახურად რა მადიან-მადლიანად ჟღერს იგივე, მოცარტის მონაწილეობით)“