შავი ლომის კაპიტანმა ლუკა მატკავამ rugby.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიონასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ბაიონა დიდი ისტორიის მატარებელი გუნდია, რომელიც გამოცდილი, ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ყავს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მგეზავი და ინგლისის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სხვადასხვა პოზიციაზე”.
რთული და მძიმე თამაში იქნება. ფრანგებს უყვართ კონტაქტში შემოსვლა. ვფიქრობ, სწორედ ამას დაგვიპირისპირებენ და ეს მთავარი გამოწვევა იქნება.
ჩვენი გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. განვლილმა ორმა შეხვედრამ გამოცდილება შეგვძინა და ვეცდებით ბაიონასთან ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, რათა ფლეი ოფში გასვლის შანსი გამოვიყენოთ
", - განაცხადა მატკავამ.შეგახსენებთ, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ‘შავი ლომი’ ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერს 11 იანვარს, 19:15 საათზე “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს.