ვვარაუდობთ, რომ ნეკნი აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი ელისაშვილზე

2 weeks ago 7

“ძლიერი საქართველოს” ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც გუშინ თავისუფლების მოედანზე დააკავეს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატის ინფორმაციით, ელისაშვილს, სავარაუდოდ, ნეკნიც ჩამტვრეული აქვს, ამიტომ დაცვის მხარე მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

რაც შეეხება პოლიტიკოსის დაკავებას, ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ალი ბაბაევი, ვისზე თავდასხმასაც მას ედავებიან, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო.

ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ თვლის. ის არ იცნობდა ე.წ. ვიღაც ალი ბაბაევს. მისი მხრიდან იყო პროვოკაცია და პროვოკაციიდან გამომდინარე, მან შეაგინა, ალეკო ელისაშვილმა მას საკადრისი პასუხი გასცა და კარგია, რომ ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც ჩანს, სადაც ალი ბაბაევი იღებს რკინის მეტალს და მიდის დასარტყმელად და ზიანის მისაყენებლად ელისაშვილითვის. მან მოახდინა რეაგირება, თავი დაიცვა, თუმცა ამის მიუხედავად, ბრალი წაუყენეს არა ალი ბაბაევს, არამედ ალეკო ელისაშვილს. მას აღენიშნება საზეზე მძიმე დაზიანებები. როგორც ჩანს, ის არის ნაცემი დაკავების მომენტში. აგრეთვე აქვს ზურგის არეში დაზიანებები მიყენებული და ვვარაუდობთ, რომ მას აქვს ნეკნი დაზიანებული, მოტეხილი და ვითხოვთ, რომ გადაყვანილი იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ის ფიქრობს, რომ ვინაიდან მსგავს უკანონობას ჰქონდა ადგილი, დიდი ალბათობით გამოიყენებენ ამ სპეცოპერაციას, ამ ძარცვას, გატაცებას… რეალურად, გუშინ გაიტაცეს ალეკო ელისაშვილი, – ამბობს ადვოკატი.

ალეკო ელისაშვილი ამ დროისათვის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული. მას 3 წალმდე პატიმრობა ემუქრება.

ელისაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

სრულად წაკითხვა