პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. თუმცა, როგორც ის წერს, კოკა კაციტაძეს ვერ უკავშირდება
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს. თუმცა, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა-გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ, ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას”, – წელს სალომე ზურაბიშვილი.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.