“ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია არ იყოს” – გიორგი გახარია

1 month ago 34

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კონკრეტულ დაპირებებს აძლევს საზოგადოებას:

,,ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსამართლობა და კორუფცია არ იყოს. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბავშვი რომელ და როგორ ოჯახში დაიბადა. იმისთვის სკოლა, განათლება, ჯანმრთელობა, ელემენტარული კვება თანაბარი უნდა იყოს. ახლა ხდება უსამართლობა.

ეკონომიკა მართლა იზრდება და ბევრჯერ მითქვამს, რომ – იზრდება. ეს ყველაფერი მიდის და ნაწილდება რამდენიმე ოჯახის ჯიბეში. საბოლოო ჯამში, იმ ხალხში ვინც, სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის მომსახურე პერსონალია.

არავის მტრები არ ვართ, მაგრამ ყველამ, ვინც ხალხის ფული მოიპარა, ნება უნდა იბიძოს და ეს ფული უკან დააბრუნოს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ღარიბ და ღატაკ ქვეყანაში, როდესაც მშობლები იმას ფიქრობენ, შვილს რა აჭამონ ან მშობლების ნაწილი ევროპაში და უცხოეთშია გადახვეწილო, იქ შრომობს, რომ შვილები შეინახოს, ამ ქვეყანაში შენ რომ ხალხის ფულს ხელს კიდებ, ეგ დანაშაულზე მეტია!

ეს არის ღალატი. არ შეიძლება ესეთი რაღაცების პატიება. თორემ, ჩვენ ნორმალურ ქვეყანას ვერასოდეს ავაშენებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა