WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

31

გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით “კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებას ავრცელებს და წერს:

“კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს “პიარს შეწირულს” უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას,” – წერია განცხადებაში.