1
ბექა ოდიშარიას შვილის სახელით უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გიორგი ფარცვანიას, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ქართველი მეომარი ყვება, რომ შეტყობინებები სოციალურ ქსელში მიიღო.
ამ დილიანად [ბექა] ოდიშარიას შვილი მწერს გინებებით. ეტყობა, მამამისი კაიფშია და თვითონ ვერ მწერს… მისი შვილი. ალბათ, დაბოლდა, კაი გულზე იყო და მომწერა ესემესი – შე მაჩვის… მნიხვდები რას ვგულისხმობ, რაც პირადში მოგწერე, 4 წელი და 3 თვეა რუსები მემუქრებიან მოგკლავთო და რავიცი რაებს არ მემუქრებიან, თან რუსეთში 28 წელი მომისაჯეს და ჯარიმა დამაკისრეს 2 მილიონი რუბლი და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ბიჭო? ვიღაცა ლაწირაკი… ჩამო, უკრაინაში. ჩამო/ არ მინდა ვითომ “ბლატაობა”, ყველგან გიპოვნიო, სადაც არ უნდა იყოო – აგერ ვარ უკრაინაში, ჩამოდი. ან რომ დამბლოკე, არ გაინტერესებდა პასუხი? აბა, გელოდები, ნომერი უცვლელია,” – ამბობს ვიდეოში გიორგი ფარცვანია.
ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო “ქართული ოცნების” წევრებს ურეკავენ, მხარდამჭერებად ეცნობიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო პასუხებს სთხოვენ. ფარცვანიამ ასე ბექა ოდიშარიასაც დაურეკა.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·