ვიდეო: ამ წუთებში - უმძიმესი შეჯახებით ქართველი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს

3 days ago 3

ბაიონა TOP 14-ის მე-20 ტურში ლიონს მასპინძლობს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 18:6 მოიგეს. ქართული რაგბის ქომაგისთვის კი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. დავით ნინიაშვილმა 32-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და ქართველი მორაგბე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ბაიონას მორაგბემ მაღალი ბურთი დაკიდა, რომელზეც დავით ნინიაშვილმა თამაში ყველას დაასწრო, თუმცა ჰაერიდან მიწაზე დაშვებისას მას ბაიონას მორაგბე არტურ იტურია თავით შეეჯახა, რის შემდეგაც დავითი რამდენიმე წამი მოედანზე უგონოდ იყო. ლიონის სამწვრთნელო შტაბმა ქართველ მორაგბეს სამედიცინო დახმარება მალევე აღმოუჩინა, რის შემდეგაც ნინიაშვილი საკაცით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დავითი მალე გამოჯანმრთელდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ნინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მალე მოგაწოდოთ.

წყარო Europop

სრულად წაკითხვა