ვიდეო: "ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, თვალები გადატრიალებული ჰქონდა" - ქართველი ფეხბურთელის გმირობა

1 week ago 6

უკრაინის ჩემპიონატის მატჩში, როდესაც "ოლექსანდრია" "ჩერკასის" მასპინძლობდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმარი გუნდის მარცხენა მცველი ოლექსანდრ კაპლიენკო მოედანზე დაეცა.

თანაგუნდელთან დასახმარებლად შოთა ნონიკაშვილი გაიქცა. "ჩერკასის" ქართველმა ნახევარმცველმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქართულ ფეისბუქგვერდთან "22 მოთამაშე":

"ასეთი რამე არ მინახავს... "ოლექსანდრია" გვიტევდა. კაპლიენკო უცებ მინდორზე დაწვა. ახლოს მივედი. მეგონა, ფეხი ეტკინა. ვიფიქრე, ექიმი მოვა-მეთქი და გამოვტრიალდი. მაგრამ უცებ მესმის გარშემო ყვირილი, ვხედავ "ოლექსანდრიას" ფეხბურთელი თავზე ადგას, კაპლიენკო კი კანკალებს... უცებ მივვარდი, "ოლექსანდრიას" ფეხბურთელი გავწიე... ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე, თან რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიჭერდა კბილებს, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, თვალები გადატრიალებული ჰქონდა... ჩემს ხელს ვეღარ ვგრძნობდი. გული ისე მქონდა, არ ვიცი... გადარჩა ღმერთის წყალობით" - ამბობს შოთა ნონიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე მეტოქე თუ თანაგუნდელი გადაარჩინა - ჯაბა კანკავა, ლუკა ლოჩოშვილი, ახლა შოთა ნონიკაშვილიც.

სრულად წაკითხვა