“ქუჩის ბიჭების” ჯგუფის წევრი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ახალი წლის კონცერტებში მონაწილეობის გამო მათ აბულინგებენ. ასევე ავრცელებს ვიდეოკადრებს აქციიდან და წერს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებმა მათი სიმღერით გააცილეს.
"ჩვენ ბოლო სიტყვებით გვლანძღეს გვაბულინგეს და თავად აქციაზე ჩვენს სიმღერას მღერიან! ვიცით, რომ გიყვარვართ, უფრო მეტიც, ჩვენც გვიყვარხართ და მორჩით ამ ლანძღვას და წყევლას!" - წერს ნოზაძე, რომლის პოსტსაც ზურა და პაატა ხაჩიძეები ეხმაურებიან.
"ორმაგი სტანდარტის მამები არიან" - წერს ზურა.
"გაგიჟდები პირდაპირ ადამიანი, ჩვენ სიმღერაზე აცილებენ სალომეს" - წერს პაატა ხაჩიძე.
ნახეთ ვიდეო: