ვიდეო: “ეკლესიაში მოგვივარდნენ – კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა…”- მამა შალვა კეკელია

1 week ago 7

დეკანოზი, შალვა კეკელია თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ ტაძარში რამდენიმე პირი მიუვარდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა მათ ეკლესიის და ქვეყნის მტრები უწოდეს:

“ტაძარში ვიყავი, ჯგუფმა ჩამოიარა, მოგვივარდნენ ტაძარში, დაიწყეს ყვირილი „მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო“, ჩვენ გვეუბნებიან ქვეყნის მოღალატეს, აი რატომ მეძახიან ქვეყნის მოღალატეს, რა გავაკეთე ისეთი… ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ…

ასეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვივარდნენ, კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო…

მშვიდობიანი პროტესტი, მშვიდობიანი აქცია, წარმოიდგინე ტაძარში გივარდება, გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი შე მოღალატე, შე ქვეყნის მტერო, მე არ მესმის ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიღოთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით. ტელევიზიები, რომლის ეთერებშიც პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასოდეს არავის ხმა არ ამოუღია“ – ამბობს მამა შალვა კეკელია ვიდეო მიმართვაში.

ნახეთ ვიდეო:

სრულად წაკითხვა