მსახიობი, გიორგი ყიფშიძე, აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც ხშირად აფასებს.
“ისეთები მწერენ მივხვდი რო შარში ვყოფ თავს, ორივე მხარე მაგარი მოწამლულები ხართ. რაღაცა სისულელეებს იფარებთ წინ, სიმართლეს გაურბიხართ.
მოდი დავიწყოთ მინიმუმის მინიმუმით, კი რა თქმა უნდა, დარბევაში ბევრი ღირსი იყო, საცემი იყო, შეიძლება იმიტო რო იქ ძააან ცუდად იქცეოდნენ ვიღაც ვიღაცეები, მაგრამ თითოოროლა, არ შეიძლება რომ ყველა ერთ ქვაბში ჩავყაროთ.
მინიმუმ დავიწყოთ ერთი საქციელით აი ეტთ წაქცეულ გათიშულ ბიჭს რომ ორი კაცი ურტყავდა, მინიმუმ იმათი დასჯით, ვიღაცამ ეგეთი ნაბიჯი თუ არ გადადგით და ხალხს არ ანახეთ რომ თქვენც გმობთ ეგეთ აგრესიას პოლიციისგან მანამდე წინ ვერცერთი მხარე ვერ წავა. ის საქციელი რაც იმ პოლიციელებმა ჩაიდინეს რომ დასასჯელია მე იმედი მაქვს ყველანი ვთანხმდებით.”- ამბობს გიორგი ყიფშიძე.