მომღერალი ნუცა თოფურია ახალ წელს საპროტესტო აქციაზე შეხვდა და აღნიშნა, რომ ამ დროს თანხები და კონცერტები ნუცასთვის და მისი კოლეგებისთვის განულებულია.
"ვიღაც-ვიღაცებისგან (ჩვენს მთავრობაზე მაქვს საუბარი) განსხვავებით, რომლებმაც მოგვილოცეს, მაგრამ რომ მივიდნენ, არავინ იყო და ჩაბნელებული იყო, ჩვენ მართლა აქ ვართ, მართლა ბედნიერები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ნუცა თოფურია.