ნატო გელაშვილის შვილიშვილი, ლუკა ჭოხონელიძე იუბილარია, პატარა ლუკა 2 წლის გახდა.
ამის შესახებ ნატო სოციალურ ქსელში წერს და შვილიშვილს იუბილეს თბილი სიტყვებით ულოცავს.
“ჩემი სიყვარულის ბიჭს გაუმარჯოს. ჩემს პატარა მეგობარს, ჭკვიანს, კეთილს, ცოტა მავნეს, ცოტა ჯიუტს, მაგრამ მთლიანობაში სიყვარულის და თვალებში მოციმციმე სიკეთის ბიჭს.
პატარა ლუკა ჭოხოს. უკვე დიდი კაცი გახდა…2 წლის. მაბედნიერებს მისი არსებობა… მადლობა უფალს გამომეტებული მადლისთვის. მადლობა ჩემს ანეტას და გიოს“ – წერს ნატო გელაშვილი.
ნახეთ კადრები: