სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი, გამოცემა ნეტგაზეთის ვიდეოს ავრცელებს და წერს:
გეოგრაფია თქვა ვაშაძემ და წულუკიანმა “ბიოგრაფიად” გადააკეთა.
მერე გოგავამ რომ ზუსტად მიუთითა და უთხრა “სააკაშვილის ბიოგრაფია”-ზე კი არა “ქვეყნის გეოგრაფიაზე” იყო საუბარიო, ჯერ ხომ უტიფრად “მე თუ ყურში კარგად მესმისო” და ბოლოს “ამას არ აქვს მნიშვნელობა”-ო.
და თუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რატომ ახსენა საერთოდ?
უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უნამუსოდ იტყუებიან. ამ ეპიზოდს არც თარგმნა უნდა და არც რამის განმარტება, უბრალოდ პირდაპირ იტყუება.