ვიდეო – რა ხდება ბათუმში?

5 hours ago 3

ძლიერი ქარი ბათუმში, არაერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სახლებიდან სახურავის ფრაგმენტები ცვივა. დაზიანდა არაერთი შენობა.

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. დაშვებულები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც.

შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.

ასევე, ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.

ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს:

“ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. 
გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია.” აცხადებს მერია.

https://

https://

სრულად წაკითხვა