ვიდეო: „როგორ ტირის…“ – ლიკა კვარაცხელიას ემოციები პირდაპირ ეთერში, როცა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 week ago 10

„რუსთავი ორის“ ეთერში, ლიკა კვარაცხელიამ ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც სპორტის წამყვანი პირდაპირ ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატების შესახებ ჰყვებოდა.


ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გუშინ დაასახელეს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის უეფა-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა.


კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილას“ 49-ე წუთზე გამორჩეული სილამაზის გოლი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა, საბოლოოდ კი ფრანგებმა 3:1 მოიგეს.

წყარო: ​fortuna.ge

Post Views: 2

სრულად წაკითხვა