2024 წლის 13 მაისს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო.
ყაზახეთის ყოფილი მინისტრი, ქუანდიკ ბიშიმბაევი, 24-წლიან სასჯელს ყაზახეთის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის.
მას 2024 წლის 13 მაისს ასტანაში გამართულ სასამართლო პროცესზე დაუდასტურდა ბრალი ცოლის, სალთანათ ნუკენოვას, სასტიკად წამებისა და მკვლელობისთვის. ნუკენოვას მკვლელობის საქმე ყაზახეთში საზოგადოებრივმა აღშფოთებამ გამოიწვია და გაამკაცრა ოჯახური ძალადობის შესახებ კანონები, რაც მსხვერპლთა დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის.
სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.
საქმის მასალებით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.
გოგონას ახლობლების თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.
სასამართლოზე წარმოდგენილი იყო მოწმის მიმოწერა დაღუპულ ქალთან სოციალურ ქსელში, სადაც მოკლული სალტანატი მეგობარს წერს, რომ ქმრის ეშინია, რომ ბიშიმბაევს ის მანიაკალურად უყვარს, ამასთან, წერს, რომ ქმარმა აიძულა კომპრომატად ინტიმური შინაარსის ვიდეო ჩაეწერა, რათა თუ ქალი მისგან წასვლას გადაწყვეტდა, ამით დაეშანტაჟებინა.
საბოლოოდ, სასამართლომ მოიპოვა ყოფილი ჩინოვნიკის მობილურში არსებული ვიდეოები, რომლის არსებობა თავად არც კი ახსოვდა.
მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.
კადრებში ჩანს, შიშველ ქალს როგორ ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს ბრალდებული.
31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.