“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია“- მამუკა მდინარაძე

2 weeks ago 5

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია.

“ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რომელიც არსებობს, სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან “ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არ არის მთავარი და ღირებული, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს – საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

მათ იციან, რომ 4 სამართლებრივი საფუძველი, რომელთაგანაც არც ერთი ბუნებაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დაკავშირებით მით უმეტესს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა,ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა, სამართლებრივი პრეცედენტი რომ ყოფილიყო იქაც კი არ დაუშვეს და ამ შემთხვევაში ამ 4 სამართლებრივი საფუძვლიდან არც ერთი არსებობს ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული რამ.

მაგრამ საუბრის და საკითხის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა. შესაბამისად, რამდენად სპეკულაციურია ყველა ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

სრულად წაკითხვა