“ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!” – რა ხდება სირიაში

12 hours ago 3

8

სირიაში, ქალაქ ჰამას მახლობლად საშობაო ნაძვის ხის დაწვას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ორშაბათს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, როგორ წვავენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები ქალაქ ელ-სუკაილაბიას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე საშობაო ნაძვის ხეს. ელ-სუკაილაბია ცენტრალური სირიის ქალაქია, რომელშიც ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ახალი მმართველებისგან რელიგიური უმცირესობების დაცვას ითხოვს. ქვეყნის დედაქალაქში, დამასკოში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები – “ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!”.

წყარო – ტაბულა

სრულად წაკითხვა