WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

37

ყოგილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

ვილი სანიოლმა უნდა დატოვოს გუნდი. ეს უფრო ადრეც იყო მოსახდენი. ის რაც ახლა მან ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააკეთა, როგორაც არ უნდა დამთავრდეს ეს თამაში( მეორე ტაიმი წინაა), არ ეპატიება საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მწვრთვნელსაც კი. ფაქტობრივად მოშალა გუნდი.

ჩრდილოეთ ირლანდიას, რომლის ძირითადაი შემადგენლობა დაკომპლექტებულია ინგლისის დონით მეორე ლიგის ფეხბურთელებისაგან, სადაც ზოგიერგი ძირთიადშიც კი ვერ ხვდება, უპირისპირდება ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოთამაშეებით დაკომპლეატებულ გუნდს და პირველ ნახევარში, რაც ვნახეთ, საცოდავად გამოიყურებიან.

სანიოლმა პარალიზება მოახდინა ვარსკვლავური თავდასხმის კვარაცხელია-მიქაუტაძე-კვერნაძის სახით. მისი ჩანაფიქრი იყო, რომ ეთამაშა ორი ნახევარმცველით და ამ სამს რიგ-რიგობით უნდა შეევსო დანაკლისი. მივიღეთ ის, რომ მიქაუტაძე, რომელიც მხოლოდ ცამეტჯერ შეეხო ბურთს, არც თავდასხმაში იყო და არც ნახევადაცვაში. უფრო მეტიც-საკუთარ, ცენტრალური თავდასხმელის ზონაში არც კი გამოჩენილა. იქ ხვიჩა კვარაცხელია იყო, მაგრამ არც იყო, ფაქტობრივად ყველგან იყო, დაცვის ჩათვლით და საერთოდ დაკარგა ეფექტიანობა. კვერნაძეც სამ პოზიციაზე მოძრაობდა-ფლანგებზე და ნახევარდაცვაში.

სად დაუშვა სანიოლმა შეცდომა: იგი მოექცა იტალიაში ჩემპიონატის სტარტზე კვერნაძის ბრწყინვალე თამაშის გავლენაში და მთელი სქემა მის ძირითადში თამაშზე ააწყო, რაც შეცდომა იყო-მოაშიშვლა ნახევარდაცვა. ეს შესაძლებელი იყო 4-3-3 სქემით თუ ათამაშებდა( რაც გვიჭირს), მაგრამ 5-2-3 სქემა ნიშნავდა ნახევარდაცვის გაწირვას. თამაშის მსვლებიდან კი სინამდვილეში მივიღეთ ერთმანეთს მოწყვეტილი 7 დამცველი და 3 თავდამსხმელი.

პერსონალური შემადგენლობაც მცდარი იყო-როცა წიტაიშვილი ასე აქტიურია ესპანეთში, თურქეთში სათადარიგოზე მჯდომი ხარებაშვილის გამოყვანა იყო არასწორი.

გადავა 4 მცველზე? სხვა გამოსავალი არაა, მაგრამ სახიფათოა. სამი თავდამსმელით თამაშისთვის კი არა ვართ მზად დაცვის დაბი კლასის გამო.

ერთი რამ თვალშისაცემია-სანიოლმა თავისი დრო ამოწურა.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მართავს.

პირველ ტაიმი 0:0-ით დასრულდა..