ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე

3 hours ago 2

წელს საქართველოს “ევროვიზიაზე” მომღერალი, მარიამ შენგელია წარადგენს, კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.

მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს წარსდგება, მეორე ნახევარფინალში.

მარიამი “პირველი არხის” ორი პროექტის, “საქართველოს ვარსკვლავის” და “ვოისის” მონაწილეა, ის ასევე იყო 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი.

რაც შეეხება სიმღერას, რომლის სახელიაა freedom (თავისუფლება) ქეთი გაბესიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს.

ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონის” მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის სახელმწიფო ორკესტრმა.

სრულად წაკითხვა