ფოტო – კვირის პალიტრა
ქალი, რომელსაც თბილისში, ტროტუარზე მანქანა დაეჯახა 50 წლის მიმი კაზალიკაშვილია – ირკვევა, რომ შემთხვევა 21 ივნისს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა, კადრები კი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კადრების თანახმად, ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როდესაც მას დაძრული მანქანა დაეჯახა. შეჯახების შემდეგ “ჯიპის” მარკის ავტომობილი იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა.
კადრების მიხედვით, მძღოლი ქალია. შსს-ში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაცია და თვითმხილველების კომენტარები თავდაპირველად “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა. მისივე ცნობით, მანქანას, რომელიც ქალს დაეჯახა, რუსული ნომრები ჰქონდა, თუმცა ეს ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციაა.
“ნახალოვკაში”, ცოტნე დადიანზე, სამშობიაროსთან მოხდა ეს საშინელი ფაქტი – 21 ივნისს, სილამაზის სალონის წინ. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როცა გაუსწორდა იმ გაჩერებულ მანქანას, უცებ დაძრა საჭესთან მყოფმა ჯიპი, დაეჯახა და იქვე მდგარ “ტესლაზე” მიასრისა. რუსების ავტომობილი იყო, რუსული ნომრებით, საჭესთან ქალი იჯდა…ამბობდნენ, რომ თითქოს პედლები აერია და გაზს დააჭირა და მერე დაიბნა.
თითქოს ცოცხალი იყო საწყალი ქალი, სასწრაფოც მალე მოვიდა, მაგრამ უკვე ნათელი იყო, რომ ვერ გადარჩებოდა…
იმედია, ამის ჩამდენი მკაცრად დაისჯება. ადამიანს ტროტუარზეც ვერ გაუვლია. უნდა აკრძალოს პოლიციამ ტროტუარზე მანქანის დაყენება. მძღოლს გაქცევა არ უცდია”, – ამბობს მედიასთან საუბარში ინციდენტის თვითმხილველი.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·