ტვ პირველის ცნობით, ე.წ. “ტიტუშკის” იდენტიფიცირება, რომელმაც პოლიტიკოსს სახარხნისით დაზიანებები თავის და სახის არეში მიაყენა, აქციის მონაწილეებმა და თავად პოლიტიკოსმა შეძლეს. ირკვევა, რომ ის 48 წლის დავით ედიშერაშვილია. აღნიშნული პირის შესახებ ინფორმაცია გიორგი ვაშაძემ პოლიციას უკვე მიაწოდა, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს, ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე გამოკითხული არ არის გიორგი ვაშაძეც.
აღსანიშნავია, სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზეც კი არ მივიდნენ, სატელეფონო საუბრისას პოლიცია ვაშაძეს ეუბნებოდა, რომ განყოფილებაში თავად უნდა მისულიყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს უცნობი პირი თავს გუშინ საღამოს, მშვიდობიან აქციაზე დაესხა.