ვინ არის საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას უფროსი შვილი - გაიცანით მაშო

3 hours ago 6

“1991 წლის 16 ოქტომბერს და­ი­ბა­და გოგო, რო­მელ­საც უყ­ვარს თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, რომელიც ყო­ველ­თვის ფიქ­რობს, რო­გორ და­ეხ­მა­როს და გა­ა­ხა­როს გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი!" - ასე ახასიათებდა მაკა ჩიჩუა შვილს მაშო ჩიჩუას.

მაშო ჩიჩუა 33 წლისაა, ცხოვრობს მშვიდი ცხოვრებით, ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და საკუთარ ფოტოებს არც სოციალურ ქსელებში აზიარებს. დიდ დროს ატარებს უმცროს ძმებთან, თემოსა და თომასთან.

მაშო მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა.

დიმა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ქმნი­და.

მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.

მაშო გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რა­ფი­ით და საკუთარ სოციალურ ქსელებში საინტერესო კადრებს ხშირად აზიარებს. არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა და თითქმის არასდროს ჩნდება საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მაშო გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის ახლო მეგობარია, მისგან განსხვავებით არასდროს ჩნდება ხმაურიან წვეულებებზე.

სრულად წაკითხვა