WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

,,ვინ გვატყებს? საქსტატი, პრემიერი თუ საყოველთაო აღწერა?

საქსტატმა აღწერის შედეგად გვამცნო და პრემიერმა გვახარა, რომ საქართველოს მოსახლეობა 2014 წლიდან 2024 წლამდე 3 713 804–დან 3 929 581–მდე, ანუ 215 777 კაციც გაიზარდაო.

მოსახლეობა ორი მიზეზით იზრდება შობადობით, ან მიგრაციით.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით:

ბუნებრივი მატება 2014–დან 2024 წლამდე მხოლოდ 7390 იყო.

მიგრაციის სალდო კი 2014–დან 2024 წლამდე უარყოფითია: – 19 795.

აბა რანაირად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 215 ათასით? ვის ხარჯზე?”