ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, მათე დევიძის საქმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, დეკლარაციაში წერს, რომ მოსამართლედ გამწესებამდე 2024 წლის აგვისტოში, MERCEDES-BENZ GLS 53 მამამ, დავით გალუსტაშვილმა აჩუქა. ავტომობილი 2019 წლის მოდელია, თუმცა დეკლარაციაში მისი ღირებულება მითითებული არ არის. მანქანა არის ერთადერთი ძვირადღირებული ნივთი, რომელიც მოსამართლის დეკლარაციაში იძებნება. მას არ აქვს ბინა.
მისი შემოსავალი 2023 წელს 12542,71 ლარი იყო. ეს არის ხელფასი რომელიც თბილისი საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის დროს აიღო.
ნინო გალუსტაშვილი მოსამართლედ 2024 დეკემბერში გაამწესეს.
სწორედ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გაუშვა დღეს 4 წლით და 6 თვით ციხეში 21 წლის მათე დევიძე.