ვინ ესწრებოდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას და რა ხდებოდა პარლამენტის შენობაში

2 days ago 3

დღეს, პარ­ლა­მენ­ტში სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ფიცი ბიბ­ლი­ა­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე დადო.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მოწ­ვე­უ­ლი არი­ან პრე­ზი­დენ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი, რო­მელ­შიც შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აჭა­რის და აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლი არ იყო.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სი­ტყვის გა­მოს­ვლით დას­რულ­და. მა­ნამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი შეს­რულ­და.

სრულად წაკითხვა