„ვინ იფიქრებდა, რომ შენი 25 წლის იუბილე შენი უკანასკნელი დღე იქნებოდა ამქვეყნად…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ნუკრი კილაძეს გლოვობენ.
თბილისში 25 წლის ნუკრი კილაძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მისი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
განსაკუთრებით ემოციურია მისი ნათლიის, ნორკა გოგსაძის გამოსამშვიდობებელი წერილი. ქალი წერს, რომ ნუკრი დაბადებიდან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 25 წლის იუბილე მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდებოდა.
„25 წლის წინ მოევლინე ამ სამყაროს, 25 წლის იუბილეზე კი ცაში გაფრინდი… დაბადება და გამოსამშვიდობებელი ერთი დღე… ღმერთო, რა სასტიკია ეს რეალობა…“
„არ გემშვიდობები, ჩემო ბიჭო… უბრალოდ ვეღარ მოგწვდები ხელით, მაგრამ გულით ყოველთვის ჩემთან იქნები. გაფრინდა ჩემი ანგელოზი… ნათლიას პირველი ნათლული… მიყვარხარ უსასრულობამდე…“ – წერს ნორკა გოგსაძე.

pozitivi.ge