ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის საახალწლო კონცერტში - სია

2 days ago 3

წელს თბილისის მერიის საახალწლო კონცერტი მხოლოდ ტელემაყურებლებისთვის გაიმართა. საკონცერტო სივრცედ თბილისის ცერემონიების სასახლე (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) გამოიყენეს.

მაშინ, როცა რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მერიის კონცერტი გადაიცემოდა, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი (რუსთაველი), პარლამენტის მიმდებარე სივრცე გადაკეტილი იყო. უკვე ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მერიის ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, 23:59 საათზე დაიწყო. მას ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ. თავდაპირველად მაყურებელმა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვას მოუსმინა, შემდეგ კი უკვე საკონცერტო ნომრები იხილა.

კონცერტში მონაწილეობდნენ:

  • ანსამბლი „ერისიონი“;
  • ნატო მეტონიძე და ანსამბლი „შვიდკაცა“;
  • რამაზ ჩიკვილაძე და „სამების საპატრიარქოს გუნდი“;
  • ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე“;
  • გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუიკალური კოლეჟის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური);
  • ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ჰერიო“;
  • ანსამბლი „აფხაზეთი“;
  • „თეატრალური კვარტეტი“;
  • სოფო ხალვაში;
  • ანსამბლი „შვიდკაცა“ და კონსტანტინე ყიფიანი;
  • მიშო ჯავახიშვილი;
  • „პატრიარქის ნათლულთა გუნდი“;
  • ჯგუფი „ფორტე“;
  • „თბილისის ქალთა გუნდი“;
  • ანსამბლი „ალილო“;
  • ანსამბლი „შვიკაცა“;
  • „სამების საპატრიარქოს გუნდი“ სვიმონ ჯანღულაშვილის ხელმძღვანელობით;
  • ანსამბლი „ჰერიო“.

თბილისის მერიის საახალწლო კონცერტზე სხვა ჯგუფები და მუსიკალური შემსრულებლები უნდა გამოსილიყვნენ. მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეთა შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათმა ნაწილმა თქვა, რომ უარს ამბობდნენ მასში მონაწილეობაზე.

სრულად წაკითხვა