წაკითხვა: 184
“ასეთი დიდაქტიკური დონის წერილი, არამგონია სასიკეთო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”- ასე აფასებს ირმა ინაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.
“გაკვირვებული ვარ, როდესაც ასეთი წერილები იწერება, ვინ წერს ამ წერილს? ვინ არის ის ტვინიკოსი, ვინც ურჩევს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ამ სტილში წერონ წერილები ამერიკის პრეზიდენტს?!
ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს ახლა რა მისია აქვს მსოფლიოში ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს, რა რთული გამოწევევებია მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში, რა დაძაბულობის პირას ვართ და როგორ ცდილობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი რაღაცნაირად შეასრულოს მშვიდობისმყოფელის ფუნქცია ამ პროცესებში და აი ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში, ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის საჯარო წერილი, რომელშიც ასე პირდაპირ, თითის დაქნევით ეუბნება აშშ-ს პრეზიდენტს, შენ, როგორ თუ ვერ მოიცალე საქართველოსთვის, ჩვენ ხომ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვსო.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, დიდი სიფრთხილე გვმართებს! ვინც არის საქართველოს ხელისუფლების მრჩეველი და ურჩევს პირველ პირებს ამ წერილების წერას, დაფიქრდეს ამაზე, რას წერენ და ავრცელებენ”- განაცხადა ირმა ინაშვილმა 1-ელ სექტემბერს, “ობიექტივი”-ს ეთერში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს