“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

3 hours ago 2

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე და მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს:

გუშინ კარდაკარზე ერთი მოქალაქე შემხვდა, რომელმაც მიხსენა რომ თურმე მშვიდობა გვაქვს და ეს საკმარისია.

მე მას მოვუყევი, არგუმენტირებულად რომ “ქათულ ოცნებას” ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

📌 მშვიდობა აქვთ ახლა იმ ოჯახებს, კანცელარიასთან თავსხმა წვიმაში რომ ღამეებს ათევენ და წამალს ვერ ვიღებენ შვილებისთვის?

📌 მშვიდობა აქვთ იმ მრავალშვილიანი დედების ოჯახებს, ბავშვებს და თავად #დედებს – ტროტუარზე დგომის გამო რომ იჭერენ?

📌 მშვიდობაა იმ ქვეყანაში, სადაც სტუდენტები ლექციებიდან ციხეში მიყავთ?

📌 მშვიდობაა ოჯახებში, რომლებსაც პოლიტ. პატიმარი შვილები, მეუღლეები, ძმები და დები ყავთ?

📌 მშვიდობა არის იმ ასობით მოწამლული მოქალაქისთვის, რომელთა ჯანმრთელობაც მოიშალა სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული სავარაუდო ქიმიური იარაღის გამო?

📌 მშვიდობა აქვს იმ ასობით სასტიკად ნაცემ და დალეწილ ადამიანს, ვისაც ძალოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ?

“ქართული ოცნების” პირობებში ჩვენ არამხოლოდ ჰიბრიდულ ომში ვართ, არამედ ფიზიკური ომის მოგერიებაც გვიწევს ხალხს და როგორ ხდება, რომ ვიღაცეებს ისევ სჯერათ რომ აქ მშვიდობაა?!

მოკლევადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს “ოცნების” წევრებისა და ჩუმად მყოფი ან კომფორმისტების ან მშიშარა ხალხისათვის, თუმცა ასეთებსაც ეხება და აწიოკებს “ოცნება” – როცა საჩვენებელი დასჯები სჭირდება.

ის ქალბატონი გუშინ, სრულიად გულწრფელად მეთანხმებოდა რომ ეს ყველაფერი მშვიდობა არაა და არ უნდა ხდებოდეს. ხოდა ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – წერს მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში

სრულად წაკითხვა