“ვინმეს გგონიათ რო 4 ოქტომბერს ბიძინა არჩევნებს “უი“ – წააგებს და გვარამია გახდება მერი? “LOL” – უჩა აბაშიძე

1 month ago 16

ამ აზრს ამყარებს რამდენიმე ძალიან პატარა პარტია, რომლებიც ღიადაც ამბობენ – ჩვენო ძალაუფლება და მხარდამჭერების ოდენობის ზრდა არ გვინდაო. მარტო ჩვენი ბაბლი გვინდაო. (მასეთი პარტიისთვის – სულერთია ვინ მართავს ქვეყანას, მათ მხოლოდ უნდათ თვითონ იყვნენ “ცოტა ცნობილები“ და რეალური პასუხისმგებლობა არასოდეს დაეკისროთ. ქოცმო აწყობთ დაჟე, ქოცმო კონკურენტს დაიჭერს, მოგუდავს და მერე მარტო თვითონ ივლიან ევროპებში “დემოკრატიულ ოპოზიციად“) – და თესავენ საუბარს “ადგილობრივ არჩევნებისთვის მზადებაზე“ და “აწი 2028-ში“-ზე.

ხალხო, 500-ზე მეტმა ნაცემმა და ნაციხარმა ადამიანმა მაინც ხო ნახა სადაც ვართ ახლა? ეგ 500 მაინც ვერ მოიტყუებს თავს.

ადამიანების 15 000-წლოვან ისტორიაში – არ არსებობს მაგალითი, როცა ავტორიტარულმა რეჟიმმა – გარდამავალმა დიქტატურაში, “მოგუდვას“ მოუკლოს, მოლბეს, კანონი, უცებ, ყველაზე ერთნაირად გაავრცელოს და ნამდვილი არჩევნების ჩატარება დაიწყოს.

ეგეთი რამე არ მომხდარა და არ მოხდება. რეჟიმი მხოლოდ უფრო და უფრო სასტიკი გახდება. (პატარა პარტიებს 3-7%-ს სულ აჩუქებენ, გამარჯვების სილამაზისთვის)

ვინმეს გგონიათ რო 4 ოქტომბერს ბიძინა არჩევნებს ჩაატარებს და “უი“ – წააგებს, მისი აზრით “კოლექტიურ ნაცმოსთან??! – გვარამია გახდება მერი? LOL

თქვენ რო იცით, რო ბიძინამ თბილისი 7-ით 3-ზე წააგო, ბიძინამ არ იცის?!

არასოდეს საქართველოში (ამათ ხელში), მეტი, არჩევნები არ ჩატარდება. დაივიწყეთ.

Youtube-ზე დასერჩეთ რუსეთი 2011 და ბელარუსი, დახარჯეთ დრო, კალკია იმენნა ჩვენთან რაც ხდება. Navalny 2011 – დასერჩეთ და მოიდგით პოპკორნი.

ყოველ დღე უწევენ გრადუსს, უმატებენ კანონებს და შემოდგომამდე “ყველაფერს“ იკისრებენ. წლები ჩვენ ნამდვილად არ გვაქ. გვაქ მხოლოდ თვეები.

მოვა ოქტომბერი და მერე “TV მოლაპარაკე თავები“ იტყვიან – ჩვენო შეცდომა დავუშვით, ვერ წარმოვიდგენდით რო ოპო-ლიდერს მოკლავდნენ, რო ეს ხალხს ასე ძაან შეაშინებდაო. რო ამ რეპრესიების, მედიის მოხრჩობის და ყველაფერზე დაჭერით – ახალგაზრდებში, ბოლოს – ამდენი კონფორმისტი აღმოჩნდებოდაო.

ჩემი გადმოსახედიდან, ამაზე მსჯელობაში Zurab Girchi Japaridze ყველაზე ადეკვატურად საუბრობს ხოლმე. ვაფშე არ ვარ მისი ფანი, ვინც თვალს მადევნებს იცის, მარა ფაქტია – მიმდინარე, 1921 წლის სწრაფად განვითარებად კატასტროფაზე, ყველაზე გარკვევით საუბრობს ხოლმე (ბოლოს ზურა იყო ვინც გამახსენდა just)

წავა ქვეყნიდან ხალხი, ხალხო. თქვენ გგონიათ რო ყველა გმირია და არ გატყდება არავინ. 90% გატეხვადია. ესენი მოუმატებენ კანონებს და სასჯელებს, ბოლოს დაამატებენ მკვლელობებს (ვინმე ისეთს, გული რო ბევრს იმ წამს არ ეტკინება) – ყველა მოკვდება შიშით მერე. ასე მოხდა ყველგან, ერთ დღესაც FB-ზე ყველა დაწერს “სადღეგრძელოს“ – მარა გახვალთ ქუჩაში და 1000 კაცი ვერ მოგროვდებით. დაერევით მერე ერთმანეთს, რატო არ მოხვედიო, და აღმოაჩენთ, რო თურმე ადამიანში ზის კონფორმიზმი და ჟამს ელოდება.

კარგი მაგალითია – საკონცენტრაციო ბანაკები. როცა ძალაში სხვაობა “განუზომლად დიდი“ ხდება – უმეტესობა ადამიანის ტვინი ნებდება და “ეგუება“. გადარჩენის ინსტინქტია.

ესენი მაგას შვებიან ეხლა – ზრდიან სხვაობას (განსაკუთრებით perceived სხვაობას) თავის უპირატესობასა და ჩვენს შორის.

“შანსი არ გაქვთ“-ის დამაჯერებლობას აშენებენ რა. და არსებობს ზღვარი, სადაც უმეტესობის გონება დანებდება და მიიღებს “რაც არის არის“. ამიტომ არ გვაქ წლები.

სამოქალაქო გამარჯვებას კი – სჭირდება უმეტესობა. 1000 დარჩენილი გმირი, მშვიდობიანად – ვეღარ მოიგებს. თორე შენ, ამის მკითხველი, რა თქმა უნდა არ დანებდები, შენ – არა, სხვები. ჩვენ კი გვჭირდება “ყველა“.

თან ბიძინას – ჰყავს შვილები, ბიძინა ალიევივით – დინასტიის შექმნას გეგმავს. ნებისმიერი მოსუსტება, მათ გასამართლებას ნიშნავს აწი. აღარაფერს მოადუნებენ. მომდევნო თვეებში გაირკვევა საქართველოს მომავალი 15-30-50 წლის ისტორია.

რას ვაკლებთ? – იხილეთ ჩემი სხვა სტატუსები. ბოიკოტს და გაფიცვას ვაკლებთ, და “იქეთ წელს“ აღარ გამოვა ეგ, უნდა დაგვეწყო უკვე გუშინ.

სრულად წაკითხვა