“ვინმეს თუ აინტერესებს, შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე…” – რა გზავნილები ჰქონდა ელჩისთვის “ოცნებას”?

12 hours ago 3

19 მარტს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ქართული ოცნების” პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა. მან თქვა, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რიგგარეშე არცევნებზე, თუმცა, თუ ინიციატორი ქართული ოცნება იყო, შესაბამისად, გზავნილები და საუბრის თემა უნდა ყოფილის ე.წ. საგარეო მინისტრის მიერ. კობახიძემ ასევე განცხადა, რომ აშშ–ში ელჩის კანდიდატურაც კი შერჩეული ჰყავთ და კომუნიკაციას ელოდებიან. კობახიძის თქმით, ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებზე შედგა საუბარი – თუმცა, აქვე ისევ დაადანაშაულა წინა ადმინისტრაცია და თქვა, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს აშშს ინტერესებს.

“ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობერ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ-ი არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას,

…იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აისახა კონკრეტულ მტრულ გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირება და ა.შ. არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ვითარების არევის მცდელობასთან, რაც უკავშირდება ომის იდეას, მეორე ფრონტის იდეას და ა.შ. იყო უამრავი პრობლემა. ამ ფონზე ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას

ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა“.

სრულად წაკითხვა