“ვინმეს რომ მოეყოლა არ დავიჯერებდი” – რატომ დაუყადაღეს ანგარიშები ადვოკატ აკაკი სამხარაძეს

2 hours ago 1

ადვოკატი, აკაკი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ვინმეს რომ მოეყოლა არ დავიჯერებდი…

15.56 მომდის შეტყობინება, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღდა. პირველი რეაქცია გაკვირვება, მაგრამ ვიფიქრე იქნებ ავტომიბილის ჯარიმა გამომრჩამეთქი, თუმცა ვცდილობ არ დავარღვიო და აპლიკაციით ვამოწმებ ხოლმე. ვრეკავ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აქ იწყება ყველაზე საინტერესო…

– დაჯარიმებული ვარ გორში, ქალაქის ავტობუსში (ხაზი 3ა) უბილეთო მგზავრობისათვის 2026 წლის 01 მაისს არა თუ გორში, არა თუ პირველ მაისს, ავტობუსში თბილისშიც კი არ ვარ ნაჯდომი. 20 ლარიანი ჯარიმა რომ ვერ გადავიხადე ორი თვე და 80 ლარი გავხადე, ეგ ცალკე თემაა.

ორი საათია ვრეკავ 1300-ზე, გორის მუნიციპალური სატრანსპორტო სააგენტოში მოსაკითხად და დაკავებაა, როგორც ჩანს ბევრნი ვართ ასე დაჯარიმებული.

პ.ს. მე თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა.

პ.ს. 2 . ფულად დახმარებას არ ვითხოვ, დამეხმარნენ უკვე მეგობრები 😂

პ.ს.3. მეორედ მოსვლა ახლოვდებაო და ენდე…

სრულად წაკითხვა