ვინც მათ ნარატივს არ ატარებს, პირად მტრად მიაჩნიათ- თენგიზ შარმანაშვილი

11 hours ago 1

“ძალზე საინტერესო რეზოლუციაა. ხანდახან, გაოცებას საზღვარიც აღარ აქვს ხოლმე. იცით, რომ ყველაფერს ყალბ ნარატივზე აფუძნებენ ხოლმე და შემდეგ ყალბი დასკვნები გამოაქვთ, ყალბი მოწოდებებით გამოდიან. ახლა უფრო შორს წავიდნენ და საზოგადოების სეგრეგაციაზე დაიწყეს საუბარი, თურმე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვიღაცებს უვიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეთ და სხვებს – არა, საქართველოს დანარჩენ ნაწილს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ საზოგადოებას ჰყოფენ. მედიის მიმართ მათი დამოკიდებულება ახალი არ არის. მერამდენე რეზოლუცია მიიღეს, სათვალავი აგვერია. ამ რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში. როგორც აქამდე არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან, არც მომავალში გამოვა. მათ დირექტივებს ვინც არ ემორჩილება, მათი მტერია. არ უყურებენ ისე, რომ მედია სხვადასხვა ხაზს ატარებს და არის კიდევ ნეიტრალური მედია, რომელიც მოვლენებს ნეიტრალურად აშუქებს. მათ ასეთი სივრცე არ წარმოუდგენიათ. ვინც მათ ნარატივს არ ატარებს, პირად მტრად მიაჩნიათ“ – თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

სრულად წაკითხვა