პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
ვინც რობოკოპების დედებზე ნერვიულობთ, მინდა გითხრათ, რომ მეც ვნერვიულობ!
ადამიანს ყოველთვის ეტყობა, გულწრფელია თუ იტყუება.
აქაც იგრძნობთ, მართლა მაწუხებს ეს ამბავი თუ არა, მე გეუბნებით, რომ განვიცდი.
ახლა მთავარი, რაც მინდა ვთქვა:
დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებსაც ჰყავთ დედები, რომლებიც იზოლატორ-იზოლატორ ეძებენ საკუთარ გატაცებულ შვილებს და ვერ პოულობენ.
ყველამ ვიცით, ოცდაორი წლის ბიჭი რომ კომაშია, მაგრამ არ ვიცით, გადარჩება თუ არა.
❗️ამ ერთი ბიჭის სიცოცხლე ათასჯერ მეტია ათასი რობოკოპის დედის წუხილზე.
და კიდევ ერთი, დაკავებულ ბიჭებს გარდაცვლილ დედებს აგინებდნენ ეს არარაობები.
ვეუბნებოდით, რომ აღარ გვყავს დედები და ორმაგად გვლანძღავდნენო.
იმ დედებზე იფიქრეთ, ვინც პირდაპირ ეთერში უყურებს, როგორ ლეწავენ მათ შვილებს.
მედალს ორი მხარე აქვს და როცა ფიზიკურად სხვა არჩევანი არ გვაქვს, პირადად მე ყოველთვის დაჩაგრულების მხარეს მიწევს გული.
თუ დედები უნდა შევიცოდო, მაშინ არა რობოკოპების დედების, არამედ უსამართლოდ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ბიჭების დედების მხარეს ვდგები.
აქ ის ამბავი არ არის, “იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა.”
აქ ვეფხვებთან კი არა, საქონლებთან გვაქვს საქმე.